ქრისტინე იმედაძე ყაზბეგში ჩარჩა და როზასთან შოპინგობს

0
47

დიდთოვლობის გამო ადამიანებს საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნათ. გუდაურისკენ მისასვლელი გზა ზვავსაშიშროების გამო რამდენიმე საათის წინ დაიკეტა, ვისაც დიდი თოვლი და თხილამურები უყვარს, ცოტა ხანს მოთმენა მოუწევს. მეორე მხრივ, ყაზბეგში რამდენიმე დღის გასატარებლად ჩასულ სტუმრებსაც არ დაადგათ კარგი დღე. მათ შორისაა მომღერალი ქრისტინე იმედაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ყაზბეგშია ჩარჩენილი. დიდი კონტრასტია მის მიერ ფეშენებული სასტუმროდან და შემდეგ როზას მაღაზიიდან გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის.

როგორც ქრისტინე წერს: “ჩავრჩით და წავედით შოპინგზე, სანამ სარეცხი გაშრება. ‪#‎ტანსაცმელივიშოვეთ ‪#‎როზასთან

პ.ს აქაური არ არის … რძალი ვარ აქო“.

მომღერლის მეგობრები ქრისტინეს დამხარებას სთავაზობენ, თუმცა ერთადერთი, რაც მას სურს, თბილი ტანსაცმელია, შეკითხვაზე, რამე ხომ არ გამოგიგზავნოთო, პასუხობს: “მტრედს თუ გამოაბამ რამე თბილს, ყველაფერზე თანახმა ვარ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here