33.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

ქრისტინე იმედაძე: „პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, არაფერზე ინერვიულოთ…“

ქრისტინე იმედაძე „რუსთავი 2“-ზე მუსიკალური მეგაშოუს ერთ-ერთი წამყვანი იქნება. ამ და სხვა თემებზე მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, მათ შორის პირად თემაზეც და აღნიშნა: „პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, კარგად ვგრძნობ თავს და არაფერზე ინერვიულოთ“.

„პირად ცხოვრებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ასე საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. მე ასე მესმის და ასე ვიქცეოდი ყოველთვის. შეიძლება, გარკვეულწილად ამის ბრალიც არის, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა“, აღნიშნა მომღერალმა.

მომღერალი ამბობს, რომ ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდი აქვს, მის შვილს ყურადღება სჭირდება და გარდა ამისა, ახალი პროექტის, „დიდი სცენის“ წასაყვანად ემზადება.

ვრცლად ინტერვიუს წაკითხვა „სარკის“ ახალ ნომერში შეგიძლიათ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები