ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე 60-იანი წლების სტილის კოსტიუმებით

0
2295

თბილისობის დღესასწაულზე ქრისტინე იმედაძის და თაკო გაჩეჩილაძის ჩაცმულობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოგონები სცენაზე 60-იანი წლების სტილის კოსტიუმებით გამოვიდნენ. ვინ იზრუნა მათ ჩაცმულობაზე, ამის შესახებ „მიუზიკ ბოქს“-ს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ესაუბრა.

– თბილისობის დღესასწაულის რეჟისორმა გადაწყვიტა, სცენაზე 60-იანი წლების სტილის ჩაცმულობით გავსულიყავით, ამიტომ მე და ქრისტინემ გადავწყვიტეთ შესაბამისი სამოსი შეგვერჩია. კოსტიუმების დიზაინი „შანელის“ ერთ-ერთი კოლექციიდან შევარჩიეთ და მკერავს შევაკერინეთ. არ მინახავს, როგორი გამოხმაურებები მოჰყვა ჩვენს ჩაცმულობას, რადგან კონცერტის შემდეგ მოვედი და დავიძინე. მიხარია თუ მოეწონათ.

– ხშირად გიწევთ საკუთარ სასცენო ჩაცმულობაზე დამოუკიდებლად ზრუნვა?

– უმეტესად თავად ვზრუნავ საკუთარ სასცენო ჩაცმულობაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში, კონცერტის ორგანიზატორებს არ აქვთ იმის საშუალება, კოსტიუმიც თავად შეგიკერონ, ან კაბაზე იზრუნონ, ამიტომ მივდივარ მკერავთან და დამოუკიდებლად ვზრუნავ. სამოსზე ზრუნვა მსიამოვნებს და თუ ეს მაყურებელს მოსწონს ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის.

– რა იმღერეთ თბილისობის დღესასწაულზე?

– თბილისობის დღესასწაულზე კინოფილმიდან „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, ჩვენ თორაძის  „მე ეს ღამე თბილისო“ შევასრულეთ. მოხარული ვარ, მსმენელს თუ მოეწონა ჩვენი გამოსვლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here