მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ქართველი მოდელის და ფეხბურთელის, ლაშა კალანდაძის სილამაზემ, ინტერნეტი მას შემდეგ “ააფეთქა”, როცა სოციალურ ქსელში წყვილის ქორწილის ფოტოები გამოქვეყნდა.
მარიამი და ლაშა რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. მოდელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ფაქტები და ჭორები სულ სხვა რამეს მეტყველებს. ამბობენ, რომ ის ახლა გავლენიანი ბიზნესმენის ვაჟის შეყვარებულია და სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა პარიზში. თავად მარიამი, სოციალურ ქსელში წერდა, რომ საფრანგეთში გადაღებებზე იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მარიამის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის ქალის თეთრეულში ეროტიულად პოზირებს და უნდა აღინიშნოს, ულამაზესია.
მარიამმა სოციალური ქსელი გააუქმა. მის ყოფილ ქმარს, ლაშა კალანდაძეს კი ყველგან ცოლის გარეშე ხედავენ.