თბილისის ოპერისა და ბალეტის 167-ე სეზონი ხმაურიანად გაიხსნება. თეატრი ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ ახალ დადგმას წარმოგვიდგენს. წარმოდგენა27, 28, 31 ოქტომბერსა და 3, 7 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ოპერის დამდგმელი დირიჟორია – რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – ივანე ხუციშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი.
ცეკვებს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები“ მოცეკვავეები შეასრულებენ.
სპექტაკლში ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას.
(ფოტო)