საქართველოს “მის მსოფლიო 2017”-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი “მის საქართველო 2015”-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის ქეთიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი დაამთავრა. ის 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა. მის საქართველოს კონკურსს საქართველოში ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და შესაბამისად ქართველი მისის მღელვარებაც დიდია. ჩვენ მას ჩინეთის ქალაქ სანიაში გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე შევხვდით.