თბილისის ცის ქვეშ უკვე არაერთი მუსიკოსი ხმამ გაიჟღერა. ამჯერად ევროპის მოედანზე მელომანებს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი ქეთი მელუა შეხვდა. მსმენელის წინაშე ის ბრიტანულ ბენდთან ერთად წარსდგა, რომლებმაც ძველი და ახალი ჰიტები შეასრულეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბენდის ერთ-ერთი წევრი თავად მომღერლის ძმა, ზურაბ მელუა გახლდათ.