ქეთი მელუა ის პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მსოფლიო მასშტაბის პოპ ვარსკვლავია. თანამედროვე მუსიკის მექაში – ბრიტანეთში, მან თითქმის ყველა ჩარტის მწვერვალი დაიპყრო. მას მთელ მსოფლიოში უსმენენ. მის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის ინგლისის დედოფალი, ელიზაბეტ II გახლავთ. თუმცა ამჯერად black sea arena-ზე გასამართი კონცერტისთვის ემზადება. “ზაფხულის დღესასწაული”, ასე ეწოდება შოუს, რომელითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.