12.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ქეთი ჩხიკვაძის ფერადმა კოლექციამ თბილისის მოდის კვირეული დახურა

თბილისის მოდის კვირეულის რიგით მეთვრამეტე სეზონი განსხვავებული კონცეფციით გამოირჩოდა. წლევანდელი სეზონის მთავარი თემა ეკოლოგია გახლდათ, ამიტომაც კვირეულის განმავლობაში მოეწყო გლამურული ეკობაზარი დიზაინერები კი შეეცადნენ კოლექციები ამ თემის გავლენით წარმოედგინათ. 4 დღიანი მოდური დღეები კი ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. ამჯერად დასკვნით ღონისძიებას თანამედროვე მუზეუმმა უმასპინძლა. დიზაინერმა კი, წარმოდგენილი კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები