ქართველმა დიზაინერმა, ქეთი ჩხიკვაძემ საკუთარი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. ფოტოებს ჩვენებიდან დიზაინერის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს. პოდიუმზე 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გამოიტანა.
ულამაზესი კოლექციიდან საინტერესო ნიმუშებს გთავაზობთ. დიზაინერმა მალინისფერი, ვარდისფერი, შავი, მწვანე, თეთრი ფერები გამოიყენა. ოვერსაიზ მოდელები იმავდროულად კლასიკურიც არის.
ჩვენების ბოლოს ქეთი თავად გამოვიდა პოდიუმზე და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა…