ქეთათო: “რამდენი ხნის მანძილზე ველოდი ამ დღეს…”

0
115

ქეთათო ჩარკვიანმა ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს რომ მისმა და ირაკლი ჩარკვიანის შვილმა, ნანამ მეფის წიგნის, “მშვიდი ცურვა”, კითხვა დაიწყო. ემოციები მუსიკოსმა სოციალური ქსელის საშუალებით გაგვიზიარა…

“რამდენი ხნის მანძილზე ველოდი ამ დღეს და ის იმაზე ადრე დადგა, ვიდრე წარმოვიდგენდი! ნანამ დაიწყო მამამისის რომანის – “მშვიდი ცურვა” კითხვა და ეს იმას ნიშნავს, რომ მამა-შვილს შორის წიგნის ფურცლებიდან პირდაპირი კომუნიკაცია შედგება, რადგან წიგნი ნანასთვის მამის გაცნობის საუკეთესო შანსია. რომანის პირველივე გვერდებიდან მოახერხა ირაკლიმ შვილზე შთაბეჭდილების მოხდენა, რადგან წიგნშიც კვირა დღე გათენდა, აღდგომის მშვიდი კვირა დღე”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here