ქეთა თოფურიამ ერთი წლის წინ, დიზაინერობა დაიწყო და ტანსაცმლის საკუთარი ხაზი “KETIone” დაარსა. რუსული ესტრადის ყველაზე გემოვნებიანი მომღერლის სამოსი, საკმაოდ უკვე პოპულარულია.
მას შემდეგ რაც დედა გახდა, თოფურიამ საბავშვო ხაზის წარმოებაც დაიწყო, რომლის სახეც მისი ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი გახდა. ქეთამ 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა, სადაც პოდიუმზე, პატარა ოლივიაც გამოვიდა. დედა-შვილს ქეთას დედა, ნატა თოფურიაც გულშემატკივრობდა.