ქეთა თოფურიას შემდეგ რუსული სამხედრო ფორმა ირაკლი ფირცხალავამ მოირგო

0
110

9 მაისი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღედ აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. როგორც იცით მეზობელ ქვეყანაში, იქაურ შოუბიზნესში ბევრი ქართველი მუსიკოსი მოღვაწეობს. აი ამ დღის აღნიშვნა მოსკოვში, ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ შვილებთან ერთად გადაწყვიტა.

ამის საპატივცემულოდ მან და მისმა შვილებმა რუსი ჯარისკაცის სამხედრო ფორმები მოირგეს და ხელი რუსული დროშითაც დაიმშვენეს. უნდა აღინიშნოს და ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ გამარჯვებაში ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით და ირაკლიც ეროვნებით ქართველია.

შეგახსენებთ,რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ კონცერტზე რუსი ჯარისკაცის ფორმით ქეთა თოფურია გამოვიდა და ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებს უმღერა. ამას საქართველოში მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

irakli pircxalava russia

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here