ქეთა თოფურიამ ქმართან გაშორება აღიარა – „დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ…“

0
2061

ქეთა თფოურია „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე, ჟურნალისტების დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ადასტურებს, რომ ქმარს გაეყარა. ამის შესახებ ის თავად წერს, აქვეყნებს ფოტოს, სადაც მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ გეიხმანი და პატარა ოლივია არიან გამოსახულნი და ექსქმარს სიყვარულს უხსნის:

„ლევჩიკ, მადლობა შენ იმ ბედნიერებისთვის, რასაც ოლივია ჰქვია. ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ, ჩვენ ოჯახი ვართ, მეგობრები და ეს სამუდამოა. მიყვარხარ!..“ – აღნიშნავს ქეთა.

შეგახსენებთ, რომ რუსული პრესა საკმაო ხანია წერს, რომ ლევი და ქეთა ერთად აღარ არიან. ქეთას გარემოცვა ამ ამბავს არ ადასტურებდა, სანამ თავად მომღერალმა არ დაწერა გაშორების შესახებ. ვრცლად

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here