ქეთა თოფურიას ქალიშვილი 1 წლის გახდა. პატარა ოლივიას დაბადების დღე А Студио-ს სოლისტმა და მისმა მეუღლემ ლევ გეიხმანმა იტალიაში, ტოსკანის ჩრდილოეთ ნაწილში, ფორტე დე მარმიში გადაუხადეს.
როგორც ინსტაგრამზე ქეთას გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს, წვეულება, რომელსაც ოჯახის უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ, მათ შორის ქეთას დედაც, ლამაზ და გამწვანებულ აგარაკზე გაიმართა.
ოლივიას გართობაზე ჯამბაზები და მულტფილმების გმირები ზრუნავდნენ. პატარამ სამსართულიან ტორტზე ანთებული სანთელი მშობლებთან ერთად ჩააქრო.