ქეთა თოფურია თბილისშია. მან „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ჯეომოდელსის“ დამფუძნებლის, მოდელ თაკო ჩხეიძის მიერ შექმნილ სამეულში პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ თაკომ ახლახან დააარსა ბრენდი Blooms, რომელიც საქმიანი ქალების სტილზე არის ორიენტირებული. ცნობილმა მოდელმა კაფსულა-კოლექცია შექმნა, რომელშიც რამდენიმე ათეული კოსტიუმისგან შედგება. მათ შორისაა ეს მწვანე სამეულიც, რომელიც ქეთა თოფურიამ მოირგო.