ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმანის პატარა გოგონა, ლივი, მშობლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იზრდება. ქეთა ხშირად აქვეყნებს ლივისთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, თუმცა ბავშვის სახის გამოჩენისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, როგორც ჩანს, გათვალვის ეშინია.
ახლახან „ინსტაგრამზე“ კიდევ ერთი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ლივი საწოლში წევს, დედიკო კი ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ ქეთა პატარას რუსულად ელაპარაკება.