ქეთა თოფურია შვილს ელოდება?!

0
638

როგორც ჩანს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია ორსულად არის, საფუძველს არაა მოკლებული. შეგახსენებთ, რომ ის და ლევ დენგოვი ოფიციალური წყვილია და შესაძლოა, მალე ქორწილიც ვიხილოთ. ამბობენ ასევე იმასაც, რომ ბოლო დროს ფოტოებში ქეთას ფართო კაბები იმაზე მიუთითებს, რომ მომღერალი შვილს ელოდება.

თუკი ეს მართალია, ეს “ა სტუდიოს” სოლისტისთვის მეორე შვილი იქნება. მას პირველი ქორწინებიდან ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ჰყავს 5 წლის ქალიშვილი ოლივია.

ახლახან ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, სადაც ძალიან დიდი ზომის ქურთუკი აცვია და მუცელს მალავს. ბევრ მის გამომწერს “ინსტაგრამზე” გაუჩნდა კითხვა, ხომ არ არის მომღერალი ორსულად.

თავად ამ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და მხოლოდ იმას წერს, რომ მალე “ა სტუდიო” თაყვანისმცემლებს ახალი კლიპით გაახარებს სიმღერაზე “სე ლა ვი”. ვიდეოს გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს, სადაც ქეთას შესანიშნავი იმიჯი და ძალიან გრძელი თმა აქვს.

(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here