ქეთა თოფურიას და ლევ გეიხმანის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. პოპულარობის ნაკლებობას უკვე არც მათი ქალიშვილი, პატარა ოლივია გრძნობს. ოლივიას უკვე საკუთარი ინსტაგრამის გვერდი აქვს, სადაც მისი და ბაბუამისის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნდა. “ეს ჩემი ბაბუაა, დღეს ის 76 წლის გახდა“ – წერს ოლივია გეიხმანის გვერდის ადმინისტრატორი. როგორც ჩანს პატარა ოლივია ბაბუას, დაბადების დღეზე ესტუმრა და ასე მიულოცა 76 წლის იუბილე.
ქეთა თოფურიას მამამთილის იუბილე მოგვიანებით, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა რესტორანში აღნიშნეს, სადაც თავად ლევ გეიხმანიც იმყოფებოდა, რომელიც მამის დაბადების დღისთვის, ამერიკიდან მოსკოვში ჩავიდა. ფოტოებზე ჩანს, რომ თოფურია-გეიხმანის წყვილი, პატარა ოლივიას გართობაზე ერთობლივად ზრუნავს, რაც სრულიად აქარწყლებს ხმებს მათი დაშორების შესახებ.