ქეთა თოფურია, ბუბა კიკაბიძე და სოსო პავლიაშვილი ბაქოში გამართულ კონცერტზე

0
3865

ქართველი მომღერლების მონაწილეობით ბაქოში კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი, პრეზიდენტ ალიევის ყოფილი სიძე, ემილ აგალაროვი იყო, რომელსაც რუსულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და მასში მონაწილეობა სოსო პავლიაშვილმა, ბუბა კიკაბიძემ და ქეთა თოფურიამ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ სოსო პავლიაშვილი აღნიშნული ღონისძიების გამო სკანდალში გაეხვა. აზერბაიჯანის სახალხო არტისტებმა მას მოუწოდეს ბაქოში არ ჩასულიყო, რადგან მან სომხეთში კონცერტები გამართა ყარაბაღის კონფლიქტის დროს.

ბუბა კიკაბიძე ბაქოში შვილთან, მარინა საღარაძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც აზერბაიჯანში გადაღებული ფოტოები, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here