5.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ქეთა თოფურია А’Студио-ს ახალი კლიპის გადაღებებზე (ფოტო)

ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ფოტოები А’Студио-ს კლიპის გადასაღები მოედნიდან. ამჯერად ჯგუფი ცნობილ რეპერებთან ერთად ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაცაა “Далеко” და რომლის კლიპის სიუჟეტიც უახლოეს მომავალში ვითარდება. თავად ქეთა, როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელი და მომაჯადოებელია.

კლიპის რეჟისორია ალექსეი გოლუბიევი, რომლის ანგარიშზეც რამდენიმე წარმატებული პროექტია. მათ შორის პოლინა გაგარინას ნომერი ევროვიზიის კონკურსზე. А’Студио-ს და Centr-ის ერთობლივი სიმღერა უკვე გაჟღერდა რუსეთის რადიოსადგურებში და ჩარტების სათავეშიც მოექცა.

კლიპის პრემიერა კი, 21 მარტსაა დაგეგმილი.

Latest Posts

ბოლო სიახლეები