მიუხედავად იმისა, რომ ქეითი ფერი და ორლანდო ბლუმი რომანს საგულდაგულოდ მალავენ, ხშირად ავიწყდებათ, რომ პაპარაცების არმიას არ სძინავს და მათ ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. ამჯერად წყვილი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც სავახშმოდ რესტორანში შედიოდნენ. ქეითი ცდილობდა სახე თმით დაეფარა, ორლანდო კი შენობაში შესვლას ჩქარობდა. წყვილი გასულ კვირას თეატრის კულისებში დააფიქსირეს. თვითმხილველების თქმით ბლუმი და ფერი მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ხმები პირველად “ოქროს გლობუსის“ შემდეგ გავრცელდა. რესტორნის შემდეგ წყვილი მეგობრის სახლიდან გამოსვლის დროსაც დააფიქსირეს. მიუხედავდ იმისა, რომ ნაცრისფერ BMW-ს მარკის მანქანაში მინები საკმაოდ დაბურული იყო, სურათზე კარგად ჩანს უკანა სავარძელზე მჯდომი ქეითი, რომელიც ყავას მიირთმევს, ორლანდო კი მძღოლის სავარძელზეა მოკალათებული.