ქეით მოსი 13 წლით უმცროს საყვარელს სარდაფში მალავს

0
131

ქეით მოსის კიდევ ერთი ოჯახური ბედნიერება 2015 წლის ზაფხულში დასრულდა – 41 წლის სუპერმოდელმა და 46 წლის ჯეიმი ჰინსმა ურთიერთობისთვის წერტილის დასმა რამდენიმე თვის წინ გადწყვიტეს – მათი ოთხწლიანი ქორწინება წარუმატებელი გამოვიდა – წყვილს ახლა ქონების გაყოფა და განქორწინების საბუთების საბოლოოდ მოწესრიგებაღა დარჩა, თუმცა, მოსი ძველ რომანს და ოჯახს სულაც არ მისტირის – მოდელმა ახალი სიყვარული მალევე იპოვა, თანაც არც მეტი არც ნაკლები მეგობრის, ოტო ფონ ბისმარკის ოჯახში.

ბისმარკის 28 წლის ვაჟთან რომანი რამდენიმე კვირააა მასმედიისთვის გახდა ცნობილი, როგორც ირკვევა, ქეითმა ახალგაზრდა ფოტოგრაფს, ნიკოლაის უკვე ერთად გადასვლაც კი შესთავაზა – მანაც თავის ნივთებს ხელი დაავლო და ქეითის აპარტამენტებში დაიდო ბინა… თუმცა, თუკი გგონიათ სუპერმოდელის ბოიფრენდისთვის დამსახურებულ კომფორტშია ძალიან ცდებით – იმის მიუხედავად, რომ ნიკოლაი და ქეითი საზოგადოების წინაშე ერთად ხშირად ჩნდებიან, მოსი ახალგაზრდა საყვარელს მსახურებსა და 13 წლის ქალიშვილს, ლილას უმალავს, შესაბმისად ახალ ბოიფრენდს ადგილი სარდაფში მიუჩინა.

ქეით მოსს წარმატებული კარიერის პარალელურად ყოველთვის აწუხებდა წარუმატებელი პირადი ცხოვრება – მისი და ჯონი დეპის ლამის ქორწილამდე მისული ურთიერთობა მას მერე დასრულდა, რაც ჯონიმ ვანესა პარადი გაიცნო და მოდელს ხელი დაუქნია. ამის შემდეგ ქეითმა ვარსკვლავ ექსბოიფრენდთან ყოველგვარ კონტაქტზე უარი განაცხადა, იმ ღონისძიებებსაც კი არ ესწრებოდა, რომლებზეც შეიძლებოდა ჯონის შეხვედროდა. 2002 წელს მოდელს შვილი ჯეფერსონ ჰეკისგან, ჯურნალ Dazed & Confused-ის რედაქტორისგან შეეძინა. მათი ურთიერთობა ძალიან მალე დასრულდა, რის შემდეგაც ქეითის ცხოვრებაში პიტ დოერტი გამოჩნდა. წყვილმა ერთმანეთი მოსის 31-ე დაბადების დღეზე გაიცნო. მათი რომანი 2007 წელს დასრულდა. 2011 წელს კი ქეითი ჯეიმი ჰინსის მეუღლე გახდა – პატარძალს ჯონ გალიანოს ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა. წყვილი რამდენიმე თვის განმავლობაში სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდა, თუმცა, მოგვიანებით როგორც მოსის თავს ხშირად ხდება ხოლმე, მონასტერი აირია და მოსი კვლავ მარტო დარჩა – მაგრამ, ახალი რჩეული მალევე გამოძებნა – თუმცა, ჯერჯეობით მისთვის ადგილი მხოლოდ სარდაფში გამონახა.