ქართველმა მოდელმა, სტეფანო გაბანა მოხიბლა

0
4363

ობამების ოჯახის წამოწყებას, რომელიც მანექენ ჩელინჯის სახელით არის ცნობილი, სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მათ შორის არის მსოფლიოს წამყვანი დიზაინერი, სტეფანო გაბანა. სტეფანო გაბანას მანექენ ჩელინჯის ვიდეოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უგზავნიან, მაგრამ მისი რჩეული მხოლოდ გამონაკლისები ხდებიან.

როგორც ჩანს, სტეფანო გაბანა თავადაც ეძებს აქციაში ჩართულ, საინტერესო ადამიანებს და ახალგაზრდა მოდელს, ნუცას ყველაზე მეტად გაუმართლა. ნუცას სტეფანო გაბანას აქციაში ჩართვა არც უფიქრია, მან ვიდეო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ატვირთა და სტეფანო გაბანას მოწონებაც დაიმსახურა. დიზაინერმა ნუცას კომენტარები დაუტოვა, შემდეგ კი ვიდეო, საკუთარ გვერდზე ატვირთვა. ქართველმა გოგონამ, სტეფანო გაბანას გვერდის დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა და ერთ ღამეში ვიდეოს 25 000-მა ადამიანმა უყურა.

ნუცა 16 წლის არის, მისი სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოში დაიწყო.

https://www.instagram.com/p/BOSZnfLBWxv/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here