29.8 C
Tbilisi
Saturday, August 6, 2022

ქართველმა მოდელმა „გაქცევის“ ვარსკვლავს ურთიერთობაზე უარი უთხრა – „მინდა, ლიკუნა იყოს ჩემი ცოლიო…“

მცირე ხნის წინ სერიალ „აგქცევის“ ვარსკვლავი, დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადაღებებისთვის ჩამოვიდა, სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, რის შედეგადაც ფოტოობიექტივშიც აღმოჩნდა.

როგორც ლიკუნა ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში ჰყვება, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ.თავად მსახიობმა გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო.

თბილისში ყოფნისას, როგორც მოდელი „თბილისელებს“ უყვება, მას ბევრი რამ მოეწონა, მათ შორის საჭმელი, მაგრამ ხალხის ყურადღების შეწუხდა და ასევე გაკვირვებული იყო იმით, რომ 18 წლის შემდეგ შვილები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.

როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს.

„უბრალოდ, მეგობრები ვართ, მაგრამ ეს ხმები იმიტომ გავრცელდა, რომ თვითონ ამბობდა გადამღებ ჯგუფთან, მინდა, ლიკუნა იყოს ჩემი ცოლიო. ძალიან ბევრ ადამიანს უთხრა – ხალხს რომ ვაცნობდი,: გაიცანით, ჩემი მეგობარია-მეთქი, ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი უნდა ვყოფილიყავი. მერე შევუსწორე, რომ მსგავსი არაფერია. ჩვენ, უბრალოდ, მეგობრები უნდა ვიყოთ-მეთქი. დამპატიჟა, რომ მასთან წავსულიყავი დუბლინში და მისი მშობლები გამეცნო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე.

რატომ შეიკავე თავი?

არ ვიცი. მეც მთხოვა მშობლები გამაცანიო, მაგრამ უარი ვუთხარი და არ გავაცანი. წასვლაზე დავფიქრდი, მას სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით და მერე მეგობრებად დავრჩენილიყავით. ჩემი იქ წასვლა ხელს შეუშლიდა.

სხვებს რომ ეუბნება, ჩემი ცოლი უნდა იყოსო, პირადად შენთვის არაფერი უთქვამს?

ჩემთვისაც უთქვამს მსგავსი რაღაცები, წამოდი ჩემთან, ერთად ვიყოთო, მაგრამ ავუხსენი, რომ ჩვენ, მეგობრები ვართ. მე ეს ამბავი უფრო მეგობრობისკენ წავიყვანე.

ბევრი გოგო არ იტყოდა უარს, რატომ მიგყავს თქვენი ურთიერთობა მეგობრობისკენ?

ალბათ, უფრო ასაკობრივი ზღვარის გამო. აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ალბათ, ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟები აკლდა. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ რაღაც თემებში ზედმეტად სერიოზული იყო. ახლოს რომ გავიცანი, დავინახე, რომ ცოტა უცნაური ხასიათი აქვს. ალბათ, ამანაც განსაზღვრა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ადამიანი ჰოლივუდის ვარსკვლავია თუ მწვერვალზე დგას…

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები