27.8 C
Tbilisi
Sunday, June 4, 2023

ქართველმა მოდელებმა მილანის მოდის კვირეული დაიპყრეს (ფოტოგალერეა)

მილანის მოდის კვირეულზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის დეფილეებზე ქართველი გოგონების ნამდვილი ცვენა იყო. რამდენიმე სააგენტოს წარმომადგენელი მოდელები ვიხილეთ Ermanno Scervino-ს, Antonio Marras-ის, JilL Sander-ის და სხვათა ახალი კოლექციების ჩვენებებზე.

ნინო ცქიტიშვილის სააგენტოდან Look Models Management მილანის მოდის კვირეულზე გამოვიდნენ სოფია ჭუმბურიძე, მარიშა მაისურაძე და ლიკა რიგვავა.

თაკო ჩხეიძის სააგენტოს წარმომადგენელი ეთო მიგრიაული Antonio Marras-ის ჩვენებაზე ვიხილეთ. ეთო მცირე ხნის წინ Vanity Fair-ისთვის გადაიღეს, მალე კი გამოქვეყნდება მისი ფოტოსესია, რომელიც „ფენდი“-სთვის არის გადაღებული.

კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გოგონაა თათია ახალაია, რომელმაც მილანში მიმდინარე მოდის კვირეულზე მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა: DOLCE & GABBANA, Genny, Act N°1  და Aigner. თათია „აი სი მოდელ მენეჯმენტის ტოპმოდელი.

ეთო მიგრიაული – Antonio Marras

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები