იუმორისტები ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე გასტროლებზე ერთად ხშირად დადიან. მათთან ერთად ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტებს მომღერალი მერაბ სეფაშვილიც მართავს. ისინი რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში იმყოფებოდნენ, სადაც ქართველ მსმენელს განახლებული პროგრამა შესთავაზეს. ნიკა არაბიძემ და ვახო ბიჭიკაშვილმა, რომელთა მუსიკალური დუეტის ფსევდონიმია”ბუთქუნა და თამაზა”, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს სიმღერა მიუძღვნეს. „ ეს იყო რაღაც სასწაული შეხვედრა გაოცებული ვარ და ემოციებისგან გატენილი” – წერს ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში.
უახლოეს მომავალში ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი გერმანიაში მიემგზავრებიან.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/vakhtang.tagvi/videos/1802900303331036/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]