ქართველი ვარსკვლავების კონცერტმა გერმანიაში ანშლაგით ჩაიარა

0
3519

“ქუჩის ბიჭებმა“ და აჩიკო მეფარიძემ, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ორი დღის წინ კონცერტი გამართეს. საღამოს წამყვანი, დიზაინერი ზალიკო ბერგერი იყო. შემოქმედებითი კოლექტივი გერმანიაში ზურა ხაჩიძის მეგობრის, სოფო ჭალაგანიძის მიწვევით გაემგზავრა. ღონისძიებას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრო, რომელთა უმეტესობა ემიგრანტები იყვნენ.

ზურა ხაჩიძე ბოლო დროს ხშირად მართავს კონცერტებს გერმანიაში, სოფო ჭალაგანიძის და ბესარიონ ეძგვერაძის ორგანიზებით, რისთვისაც შემოქმედებითი ჯგუფი მათ მადლობას უხდის. როგორც ზურა ხაჩიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, “ქუჩის ბიჭების“ და აჩიკო მეფარიძის კონცერტები უკვე ევროპის სხვა ქალაქებშიც დაიგეგმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here