ქართველი ვარსკვლავების ძვირადღირებული ავტომობილები

0
5351

ალბათ ყველას ჰყავს საოცნებო მანქანა და იმედოვნებს, რომ ახლა თუ არა მომავალში მაინც შეძლებს მისი მფლობელი გახდეს, ის წინაღობა კი, რაც ხელს უშლის ოცნების ასრულებაში, მათი ფასია.

მიუხედავად დღევანდელ საქართველოში არსებული შოუბიზნესისა, რომელსაც მკვდარს უწოდებენ, მათ წარმომადგენლებს გაჭირვება ნამდვილად არ ეტყობათ.

მომღერალ რატი დურგლიშვილს ბევრისთვის საოცნებო  მანქანა “Infinit fx35“ ჰყავს, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. სოციალურ ქსელში კი მომღერალმა სტატუსი გამოაქვეყნა: “არ მივსულვარ მაგ დონემდე, რომ ხამივით ფოტოები ვიღო ავტომობილთან და შევეცადო ვინმე რამით გავაკვირვო. 21 საუკუნეა არავის არაფერი აღარ უკვირს. ერთადერთი ცუდი იუმორი მიკვირს ხოლმე, როდესაც არ იცი რა დროს რა (იღადაო) როდესაც (საღადაო) არაა“. შეგახსენებთ, რომ წინა წელს რატის “Mercedes C class” დაეწვა.

სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მსახიობის და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ახალი მანქანა.  მან „Mercedes S class” შეიძინა. იმასაც ამბობენ, რომ მსახიობის მანქანამ, კახი კალაძის მანქანა დაჩრდილა, თუმცა საინტერესოა ენერგეტიკის მინისტრის კერძოდ რომელ მანქანაზეა საუბარი.

ყოფილი ფეხბურთელის და ახლანდელი ენერგეტიკის მინისტრის საკუთრებაშია 15 მანქანა. მათ შორის არის “Ferrari GTO”, “Bentley Continental”, “Mercedes-AMG G 63”, “Mercedes GL 63”. კახა კალაძე ქალაქში დაცვით და პირადი მძღოლით გადაადგილდება, თუმცა არის გამონაკლისები, როცა თავის ვაჟთან, ლევანიკოსთან ერთად სეირნობს.

ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი 17 წელია რაც მანქანას მართავს. ახლა ჰყავს შავი ფერის, 2015 წლის გამოშვების „მერსედეს ML“, რომელიც მისთვის რიგით მეცხრე მანქანაა. „მანქანის მართვა არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თავიდან საჭესთან არანორმალურად ვიქცეოდი, რამდენიმეჯერ სასწაული საავარიო სიტუაციაც შევქმენი და კინაღამ გადავყევი ჩემს პრანჭიაობასა და სიჩქარეს“ – აცხადებს სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალ სალომე ბაკურაძეს კი დედამთილმა სულ ცოტა ხნის წინ შავი მერსედესის ჯიპი აჩუქა. შეგახსენებთ, რომ აქამდე სალომეს 2015 წლის „რავ 4“ ჰყავდა, რომელიც მისი გემოვნებით იყო შერჩეული: „ფერი მე შევარჩიე, არის მარგალიტისფერი და ვფიქრობ, ამ მოდელს ძალიან უხდება“, თუმცა დედამთილის საჩუქარსაც დიდი სიხარულით შეხვდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here