ქართველი ვარსკვლავები ევასათვის ერთიანდებიან

0
35

საქველმოქმედო კონცერტი ”ჩვენ ვმღერით შენთვის, ევა” რიყის პარკში გაიმართება და შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს მიეძღვნება.

კონცერტის ორგანიზატორი 147-ესკოლისმე-9 კლასის მოსწავლე ციცი აბაშიძეა, რომელსაც გრანდიოზულიკონცერტის მოწყობაში შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ეხმარებიან. ამ დროისათვის კონცერტში მონაწილეობაზე თანხმობა, აჩი მეფარიძემ, ნინა წკრიალაშვილმა, ლელა წურწუმიამ, მაკა ზამბახიძემ, ვერიკო ტურაშვილმა და რატი დურგლიშვილმა განაცხადეს.

საქველმოქმედო კონცერტი, “ჩვენ ვმღერით შენთვის, ევა” რიყის პარკში 19 ივნისს, 5 საათზე, გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here