ქართველი სელებრითები ბავშვობაში დაბრუნდნენ – მულტფილმების საერთაშორისო დღე

0
1631

ეკრანზე, რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნამუშევრის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვა ასაჭირო, შემდეგ სპეციალურ აპარატში მათ სწრაფად გაატარებენ და სურათიც ამოძრავდება. სწორედ ასე იქმნებოდა მოძრავი კადრები და თქვენთვის საყვარელი მულტფილმები. მთავარი როლი აქ მხატვარს ეკუთვნის, მაგრამ მასთან ერთად უამრავი სხვა პროფესიის ადამიანიც მუშაობს: მწერლები, რომლებიც სცენარებს ქმნიან, კომპოზიტორები ფილმს მუსიკალურად აფორმებენ, მსახიობები თქვენს საყვარელ გმირებს ახმოვანებენ, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მრავალი სხვა. ხო და ამ შემოქმედებითი გუნდის ღვაწლი, მსოფლიომ არ დაკარგა და 6 აპრილს, მულტფილმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. Music box -ის გადამღები ჯგუფი კი ეცადა რესპოდენტები ბავშვობაში დაებრუნებინა და საყვარელი ანიმაციური ფილმები გაეხსენებინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here