5 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება. გალა-კონცერტში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც სამონასტრო-საგანმანათლებლო, კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის – “ახალი ბანას” მშენებლობისთვის საჭირო თანხის მოგროვებას შეეცდებიან.