ქართველი მუსიკოსი გერმანულ „ვოისში“ გამოჩნდა (ვიდეო)

ქართველი მუსიკოსი Luka Nozza გერმანული „ვოისის“ ბრმა კასტინგზე გამოჩნდა და ერთ-ერთი მენტორი შემოატრიალა.

ახლახან ლუკამ ახალი კლიპი ქართველ მაყურებელს წარუდგინა, რომლის მელოდიაც და სიტყვებიც თავად დაწერა, ყველა ინსტრუმენტზე თავად დაუკრა და თავად იმღერა.

ქართველ მუსიკოსს წარმატებებს ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის გერმანული „ვოისი“ ნათია თოდუამ მოიგო.

Scroll to Top