ქართველი მხატვრის „პორტრეტი“ „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა (ფოტო+ვიდეო)

0
1665

25 წლის ქართველმა მხატვარმა, ლევან სონღულაშვილმა აშშ-ში დიდ აღიარებას მიაღწია. მისი ნახატი „სოთბის“ აუქციონზე უკვე მესამედ გამოიფინა – „მედუზას“ და „მონაზონის“  შემდეგ -„პორტრეტი“.

11 ოქტომბერს 2016 წელს შექმნილი მისი ეს ნამუშევარი პრესტიჟულ აუქციონზე გაიყიდა. როგორც ცნობილი გახდა, მისი ნახატის შეძენის განმცხადებელთა შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, მათ შორის, ბრუკ შილდსი, რომლის კერძო კოლექციაში უკვე ინახება ქართველი მხატვრის ერთი ნამუშევარი.

ლევანმა თავად განათავსა ვიდეო „ფეისბუქზე“, სადაც სწორედ ბრუკ შილდსთან ერთად არის გადაღებული.

ლევან სონღულაშვილი 2014 წელს ჩაირიცხა ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ ვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო სასწავლებელში, ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში. მის ისტორიაში ის პირველი ქართველი სტუდენტი გახლავთ. ლევანი არის „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიატი. (ფოტო+ვიდეო)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here