ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის ცერემონიაზე დაუკრავს

0
2337

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე დაუკრავს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად პრემიის „ფეისბუქის“ გვერდზე მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა. ორკესტრის დირიჟორი პირველად, ნობელის ისტორიაში, ქალი იქნება – კარინა კანელაკისი, კონცერტზე სტოკჰოლმის ფილარმონიის ორკესტრი წარდგება.

ღონისძიება 2018 წლის 8 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ლიზა ბათიაშვილი დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. ოჯახი 1991 წელს გერმანიაში გადასახლდა.

ლიზა არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული, შესრულებული აქვს კონცერტები „Berliner Philharmoniker“-თან, ევროპის კამერულ ორკესტრთან (დირიჟორი იანიკ ნეზე სეგენი), გუსტავ მალერის ახალგაზრდულ ორკესტრთან (დირიჟორი ფრანც ველზერ მიოსტი), ნიუ-იორკის ფილარმონიულ (დირიჟორი ალან გილბერტი) და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრებთან (დირიჟორი ზუბინ მეჰტა), უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, ბოსტონის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here