ქართველი მერლინ მონრო მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს – “Say no to violence !”

0
5982

ძალადობის მსხვერპლი უამრავი ჩვენგანი ხდება, მაგრამ ამას უმეტესობა მალავს, რასაც ხშირად ფატალურ შედეგამდე მივყავართ. სწორედ ამოტომ, რეჟისორმა გიგი უჩუვატოვმა ძალადობის თემაზე ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს, ქართველი მერლინ მონრო, მარიამ ციმინტია თამაშობს.

– გიგი, რატომ გაგიჩნდათ ამ ფილმის შექმნის იდეა?

– ჩემი ვიდეო რგოლის თემა, საქართველოში ნაკლებად აქტუალურია, რადგან ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოება დუმილს ამჯობინებს. ადამიანები დაკავებული არიან ისეთი საკითხებით, როგორიცაა მაგალითად, გარემოს დაბინძურება, თუმცა ამ დროს გვერდით წევს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. ჩემი აზრით, არ შეიძლება საზოგადოება ჩაითვალოს განვითარებულად, თუ ოჯახებში ჯერ კიდევ არსებობს ამგვარი ცხოველური დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ვიდეო რგოლის შექმნა, რომლითაც საზოგადოებას გავუგზავნი ერთგვარ მესიჯს. აგრესია ბადებს აგრესიას. მსხვერპლი კი მომავალი მოძალადეა.

– რატომ აირჩიეთ მთავარ როლში მარიამ ციმინტია?

– ვიდეო რგოლის ინსპირაცია იყო ჩაიკოვსკის გედების ტბა და თითოეული კადრი, კომპოზიციის მიხედვით არის აწყობილი. როგორც კი სცენარის წერა დავიწყე, თვალწინ წარმომიდგა მარია ციმინტია, ქართველი მერილინ მონრო და გონებიდან ვერც ამოვიგდე. ამ გოგონას სილამაზის შესახებ ვიცოდი, მაგრამ თუ ასეთი ნიჭიერი მსახიობი იყო, წარმოდგენა არ მქონდა. ასევე, ძალიან დამეხმარა ნიჭიერი ფოტოგრაფი მიშო ბეგაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here