ქართველი მერილინ მონრო, მარია ბლონდი, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღეს სპეციალური ვიდეოთი ულოცავს. ვიდეო Face Production-მა გადაიღო და საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მარია ვიდეოში მერილინ მონროს იმიჯით არის წარმოდგენილი და ასრულებს სიმღერას – „Happy Birthday, Mr. President“. მოგეხსენებათ, ცნობილმა მსახიობმა დაბადების დღე სიმღერით ჯონ კენედის მიულოცა…
ვიდეოში მარია გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე შემდეგი სიტყვბეით ულოცავს:
„მინდა გითხრათ, რომ ჩემს მილოცვაში არ დევს არანაირი ფარული ზრახვა. მე მთელი სულითა და გულით ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღეს. ვუსურვებ დღეგრძელობასა და ყველაფერ კარგს. ვინაიდან მერილინ მონრო დიდი ხანია, ასოცირდება ამ ყველაზე მშვენიერ დღესთან წლის განმავლობაში, სპეციალურად თქვენთვის, მისტერ პრეზიდენტო, გადავწყვიტე, მოვაწყო ნამდვილი დღესასწაული…“
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერსაა დაბადებული.