თვითნასწავლი გრიმიორი, ქეთო ჩანთაძე აშშ-ს პრესტიჟულ სკოლაში, Cinema Makeup School სწავლის დაფინანსებისთვის, ამავე კინოსკოლის კონკურსში იღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში ის აშშ-ში გაემგზავრება და ჰოლივუდში, კინოინდუსტრიის ცენტრში დაეუფლება ვიზაჟის ხელოვნებას.
ქეთომ კონკურსისთვის წარმოადგინა ვიდეო, რომელშიც ფილმი Hellboy 2-ის ერთ-ერთი პერსონაჟის, სიკვდილის ანგელოზის კოსტიუმი შექმნა.
იმისთვის, რომ მას დაეხმაროთ, აუცილებელია დააკლიკოთ ამ ლინკს. სურვილისამებრ დაალაიქოთ ან არ დაალაიქოთ Cinema Makeup School-ის გვერდი, შემდეგ სიაში აირჩიოთ ქეთევან ჩანთაძის ვიდეო, დააკლიკოთ მას და შემდეგ კი – Vote ღილაკს.
ხმის მიცემა ყოველ დღე შეგიძლიათ!