ქართველი დიზაინერის შოურუმს მილანში „ვოგის“ მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური ესტუმრა

0
1886

ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურია ერთ-ერთია იმ წარმატებული ახალი თაობიდან, რომელელთა ნამუშევრებსაც საზღვარგარეთ ძალიან დიდი გამოხმაურება ხვდა წილად. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ მან „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ საკუთარი კოლექცია წარადგინა და ის შემდეგ „ვოგის“ საიტმა გამოაქვეყნა, მას ლეიდი გაგას წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ერთ-ერთი კაბა შეიძინეს, რომელიც შემდგომ მომღერალს ეცვა.

გიორგი ქებურია ახლა მილანშია, სადაც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი შოურუმით წარდგა, როგორც „ვოგის“ მიერ დასახელებული ტალანტი.

მის შოურუმს „ვოგის“ ცნობილი რედაქტორი და „მოდის დედოფლად“ წოდებული, ანა ვინტური ესტუმრა. ფოტოები თავად დიზაინერმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here