ქართველი დიზაინერი, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომლის სამოსსა და აქსესუარებს უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი ატარებს, მათ შორის რიანა, სოლანჟ ნოულზი, ლეიდი გაგა, კორტნი კარდაშიანი…
გიორგი ქებურიამ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია, როგორც პოპულარული და წარმატებული დიზაინერი წერს, თავად საკმაოდ გაჭირვებული ცხოვრება გამოიარა და დღეს იქ არის, სადაც ყოფნა უნდოდა…
გთავაზობთ გიორგი ქებურია პოსტს:
„რა რთულია წუწუნის მოსმენა, მაგრამ როგორ გინდა არ იწუწუნო, როდესაც ასეთი რთულია ცხოვრება, გუშინ ჩემს წინ შპროტივით გადატენილი მარშრუტკა გაჩერდა და გამახსენდა, მთელი თინეიჯერობა რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მქონდა გატარებული, ჩემი სახლიდან ძალიან შორს იყო სამსახური (ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში ვმუშაობდი მიზერულ ხელფასზე), მაგრამ ხმას არ ვიღებდი, რობოტივით დავდიოდი, ოღონდ ჯიბის ფული მქონოდა ოჯახური გაჭირვებიდან გამომდინარე.