წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, მოდელ ლოიკ გომესზე დაინიშნა. ინფორმაცია გომესის ინსტაგრამიდან გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა, წარწერით I SAID YES (მე ვთქვი კი). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარებში წყვილს დანიშვნას, მეგობრები და ნაცნობები ულოცავენ.
დემნა გვასალია დღესდღეობით ერთერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში, “მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას “სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ, რაღაც პერიოდი კი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა. ამჟამად ის ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია და გარდა ამისა მას აქვს საკუთარი ბრენდი “Vetements“.