ქართველი დიზაინერი – დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ხდება

0
170

როგორც ერთ-ერთი უცხოური საიტი წერს, ქართველი ვუნდერკინდი დიზაინერი დემნა გვასალია “ბალენსიაგას“ სახლის მორიგი კრეატიული დირექტორი გახდება. გვასალიას პირველი ჩვენება 2016 წლის მარტში ექნება.

დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში “მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას “სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ, რაღაც პერიოდი კი ლუი ვიტონთანაც მუშაობდა.

ახალი დირექტორის შესახებ ინფორმაცია მანამდე გავრცელდა, სანამ “ბალენსიაგას“ ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი, ალექსანდერ ვანგი ბოლო შოუს გამართავდა წინა პარასკევს. ვანგმა და “ბალენსიაგას“ მფობელმა კომპანიამ გადაწყვიტეს, აღარ განეახლებინათ თავიანთი კონტრაქტი.