მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც მკერდის გადადიდების ოპერაცია, რინოპლასტიკის შემდეგ, ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა.
საქართველოში მკერდის გადიდების პირველი ოპერაცია 1996 წელს გაკეთდა. მას შემდეგ ტექნოლოგიებიც დაიხვეწა და იმპლანტების ხარისხიც.
დაგვეთანხმებით, რომ კარგი ზომისა და ფორმის მკერდი ქალს ამშვენებს. ქალბატონების უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ მამაკაცებისთვის შესამჩნევი ზომის მკერდი ჰქონდეს, ამიტომაც ქირურგიული პროცედურა, რომელიც ამ ოცნებას აასრულებინებთ, მათთვის სასურველია.
ამ ოპერაციის პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ ცნობილი სახეები აქტიურად მიმართავენ ამ ჩარევას და შემდეგ დეკოლტირებული სამოსით იწონებენ თავს.
ამბობდნენ, რომ მერილინ მონრო ისედაც არ უჩიოდა მკერდის ზომას, თუმცა მას ფორმას სწორი სამოსის შერჩევით და ასევე ბიუსტჰალტერში ”დამხმარე საშუალებების“ მოთავსებით აძლევდა. მკერდის გაზრდის ოპერაცია გაკეთებული აქვს უცხოელი ვარსკვლავების დიდ ნაწილს, მათ შორის ბიონსეს, კიმ კარდაშიანს, სიარას, ლედი გაგას, ლინდსი ლოჰანს.
ბოლო დროს ამ მოდას ქართული შოუბიზნესის წევრებიც აჰყვნენ, მკერდის ოპერაციები გაიკეთეს ლელა წურწუმიამ, ნინი ბადურაშვილმა, თამუნა მუსერიძემ, თაკო გაჩეჩილაძემ, ნინო იოსელიანმა და დეკოლტირებულ სამოსში ძალიან თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. ნინა წკრიალაშვილს ისედაც დიდი მკერდი ჰქონდა, თუმცა ახლახან ფორმა შეისწორა.
გთავაზობთ ფოტოგალერეას.
აგრეთვე იხილეთ: ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მკერდის გადიდების შესახებ…