ქართველი ბიზნესმენის ქალიშვილის ქორწილმა რუსული პრესა აალაპარაკა

0
3278

მიკა ჩიგირინსკის და ნატა ფხაკაძის ქორწილმა რუსული გლამურული პრესა აალაპარაკა. ბიზნესმენების შვილებმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, სადაც თავი ვარსკვლავებმა მოიყარეს. ცერემონია მოსკოვის გარეუბანში მდებარე ელიტურ სასახლეში, Zhavoronki Event Hall-ში გაიმართა. წვეულებაზე უამრავი ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული, მათ შორის სოსო პავლიაშვილი, ფილიპ კირკოროვი, ბრიტანული ჯგუფი BLUE, ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად და სხვა. ცერემონიას ბერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი უძღვებოდნენ.

ალექსანდრ ჩიგირინსკის უფროსმა შვილმა 25 წლის მიკამ ცოლად ქართველი ბიზნესმენის – ვახტანგ ფხაკაძის შვილი ნატა ფხაკაძე მოიყვანა. ქორწილი ებრაული წესების გათვალისწინებით ჩატარდა. ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე პატარძალმა ქმრის სარწმუნოება მიიღო. მიკამ საყვარელ ქალს ხელი ნიუ-იორკში, ცენტრალურ პარკში სთხოვა.

ვახტანგ ფხაკაძე თბილისში კარგად ცნობილია მისი პარფიუმერული ბიზნესით. მას პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია” აქვს, ასევე, საქართველოში “ივ როშეს”, “მაკის”, “კალცედონიასა” და “ინტიმისიმის” დამფუძნებელია. მისი ქალიშვილი ნატაც მამის კვალს გაყვა და სილამაზის ბიზნესშია ჩართული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here