ქართველი ბალერინა თავის პატარა ვაჟთან ერთად ფეხის წვერებზე დგება (ვიდეო)

0
2271

ქართველი ბალერინა მაია მახათელი ავრცელებს ვიდეოს, სადაც თავის პატარა ვაჟი უკავია ხელში და თან ფეხის წვერებზე დგება. მის ფოტოალბომში „ფეისბუქზე“ ნახავთ სხვადასხვა ფოტოს, სადაც ის არც თავის პროფესიას ივიწყებს და ბავშვის გასეირნების პარალელურად ერთ-ერთ საბალეტო ილეთსაც აკეთებს.

მაია მახათელი თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში სწავლობდა. როგორც ბალერინას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ვკითხულობთ, ის დიდი სახელოვნებო ოჯახიდან არის, ბაბუა ცნობილი ქართული ცეკვის შემსრულებელი გახლდათ, ებია – საოპერო მომღერალი, მშობლები კი ბალეტის მოცეკვავეები, მამა, ნიკოლოზ მახათელი ქორეოგრაფი და მასწავლებელია.

2002 წელს მაია მშობლებთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისი მასწავლებლად მიიწვიეს საბალეტო სკოლაში, ქართველი ბალერინა რამდენიმე კონკურსში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი, 2005 წელს ბრიმინგემის სამეფო ბალეტის წევრი გახდა 2006 წელს დანიის ნაციონალურ ბალეტს შეუერთდა. მაიას უცეკვია ბევრ საერთაშორისო გალა პერფორმანსებზე იაპონიაში, არგენტინაში, პრაღაში, ბრიუსელში… ფოტო/ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here