ქართველ კომპოზიტორს რუსმა შემსრულებლებმა სიმღერა მოჰპარეს!..

0
37

კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, რომ მას რუსმა შემსრულებლებმა, ერთ-ერთი სერიალის საუნდტრეკისთვის, სიმღერა მოჰპარეს.

“მოსკოვში მჭირდება ადვოკატი, ეს არის ჩემი სიმღერა, რომელიც ჩვეულებრივად მომპარეს და კლიპიც გადაიღეს, თან 7000000 ნახვა აქვს, თუ ვინმე ერკვევით რუსულ იურისდიქციაში შემეხმიანეთ…“ – აღნიშნა სტატუსში კომპოზიტორმა.

მას დამატებითი დეტალებისთვის შევეხმიანეთ. განგვიცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი ჩივილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

როგორც გავიგე, ცნობილი სერიალის გმირები არიან. მომპარეს სიმღერა “დაბრუნდი და მაპატიე“, გადაიღეს კლიპი, რომელსაც 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს სიმღერა ელენე ფოჩხუას დაახლოებით რვა წლის წინ დავუწერე. შემდეგ ის მოისმინა სომეხმა ვარსკვლავმა, ლილიტ ჰოვანესიანმა, მთხოვა მისი შესრულების ნებართვა და კლიპიც გადაიღო. ამ კლიპზე ვიღაცამ დაუდო რუსი ბავშვების შესრულებული ეს მელოდია, რუსული ტექსტით და დაუწერა, რატომ ჰპარავ მათ ნამუშევარსო? ლილიტი შემომეხმიანა და ასე გავიგე ამ ამბის შესახებ.

არ ვიცი, ვიჩივლებ თუ არა, მაგრამ რაღაც გზები უნდა გამოვნახო მათთან დასაკავშირებლად…

ნინო მურღულია

[jwplayer mediaid=”13835″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here