ქართული ხმის ჩამწერი სტუდია ამერიკული ტელეკომპანია CBN-სთვის ანიმაციურ სერიალ SUPERBOOK-ს ქართულ ენაზე გაახმოვანებს

0
29

ქართული ხმის ჩამწერი სტუდია EYE STUDIO, ამერიკული ტელეკომპანია CBN-სთვის ცნობილ ანიმაციურ სერიალ SUPERBOOK-ს ქართულ ენაზე გაახმოვანებს.

რამდენიმე კვირის წინ ქართულ ხმის ჩამწერ სტუდია EYE STUDIO-სა და ტელეკომპანია CBN-ს შორის, რომელიც არის უდიდესი ქრისტიანული სამაუწყებლო კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მრავლი წელია მრავალი ცნობილი რელიგიურ მოტივებზე დაფუძნებული მხატვრული, თუ ანიმაციური ფილმების ავტორია, შეთანხმება იქნა მიღწეული… მისი ერთ-ერთი უდიდესი პროექტია ანიმაციური სერიალი SUPERBOOK, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში…

2015 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება CBN-ის მიერ რომ ეს ანიმაციური სერიალი ქართულ ენაზეც უნდა ყოფილიყო დუბლირებული. CBN-ის მიერ ჩატარებული იქნა ტენდერი, სადაც რამდენიმე ხმის ჩამწერ სტუდიას შორის, დიდი ტესტების, მოლაპარაკებების და შერჩევების შემდეგ, არჩევანი EYE STUDIO-ზე შეაჩერეს, რომელიც CBN-ის გადაწყვეტილებით სრულიად აკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უფლებას და საშუალებას აძლევს EYE STUDIO-ს ქართულ ენაზე დუბლირება გაუკეთოს ამ ცნობილ ანიმაციურ ფილმს CBN-ის ნებართვით …

EYE STUDIO-ს დირექტორი დავით ჩანგოშვილი პირადად შეხვდა CBN-ის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ოფიციალურად გადაწყდა რომ ამ დიდ პროექტზე EYE STUDIO პასუხისმგებელი იქნება ამ ანიმაციური სერიალის ქართულ ენაზე დუბლირებაზე, სადაც 120-მდე მსახიობიდან მხოლოდ რამდენიმე შეირჩევა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here