ამერიკულმა როკ ჯგუფმა, რომელიც კალიფორნიელი მუსიკოსებისგან შედგება, მსოფლიოს უკვე წლებია თავისი შემოქმედება გააცნო. არაერთი დიდი ტურნეს შემდეგ “ACIDIC” ნოემბერში, თბილისს ესტუმრა და ამერიკის საელჩოს ინიციატივით, ქართველ მუსიკოსთან, თეო ლომსაძესთან ერთად ახალი კომპოზიცია შექმნა. ესაა ქართული ფორკლორისა და ამერიკული როკის სინთეზი. მათ კოლაბორაციის დეტალებზე სასაუბროდ კი ქართველი მომღერალი და ამერიკის კულტურის ატაშე, დემიენ ვომპლერი თათა სადრაძის საავტორო გადაცემას “არტ FM-ს” ესტუმრნენ.