“დედე” – ასე ქვია მარიამ ხაჭვანის ფილმს, რომლის პრემიერაც საქართველოში 22 თებერვალს შედგება, ხოლო მაყურებელს 23 თებერვლიდან შეეძლება კინოთეატრებში მისი ნახვა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე შედგა და ჯილდოც მოიპოვა. ამბავი სვან გოგონაზეა, რომელსაც საქმროს მეგობარი შეუყვარდება. მარიამ ხაჭვანმა გადაცემა არტ-ეფემის ეთერში გადაღებაზე შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ გჯუფი 2 კვირით ჩარჩა სვანეთის მთებში, 4 მსახიობს კი პრობლემა შეექმნა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ფილმი მაინც დაასრულეს.