რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი დანიის ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან კინოფესტივალზე OFF – Odense International Film Festival-ზე 3 მთავარ საკონკურსო პროგრამაში შეარჩიეს.
ფესტივალი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დანიის ქალაქ ოდენსეში იმართება!
“სოციუმის პატიმარს” მოპოვებული აქვს ოსკარის კვალიფიკაცია და ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია.
ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში “სოციუმის პატიმარი” პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც 15 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის მოხვდა და European Film Awards ნომინაცია მოიპოვა.